Accentnews.ge
"არ ვართ ამაზონი": უოლესმა საკუთარი სადავო განცხადება განმარტა

"არ ვართ ამაზონი": უოლესმა საკუთარი სადავო განცხადება განმარტა

14/07/2023 13:22:54 მსოფლიო

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა თქვა, რომ მისი სიტყვები, თითქოს უკრაინა მცირე მადლიერებას გამოხატავს მისთვის გაწეული სამხედრო დახმარებისთვის, არასწორად იყო გამოთქმული.

„ადამიანმა, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის მოწინავე რიგებშია, განვიხილე ის გამოწვევები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი საერთო მიზნის გზაზე - დავეხმაროთ უკრაინას, მიიღოს ის, რაც მას სჭირდება ამ უკანონო შეჭრის დასამარცხებლად“, - დაწერა უოლესმა "ფეისბუქში", პირად გვერდზე.

მინისტრის თქმით, ის საუბრობდა იმის შესახებ, რომ საჭიროა, უკრაინამ ზიგჯერ აღიაროს „რომ ბევრ ქვეყანაში და ზოგიერთ პარლამენტში არ არის ისეთი ძლიერი მხარდაჭერა, როგორიც დიდ ბრიტანეთში“.

უოლასმა დასძინა, რომ მისი სიტყვები არა მთავრობებს, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მოქალაქეებსა და პარლამენტებს ეხებოდა:

„ჩემი კომენტარებით შევეცადე, მეჩვენებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ საკუთარ თავს კი არ ვესაუბროთ, გავწიოთ ძალისხმევა, რათა მივაღწიოთ სხა მოქალაქეებამდე, რომლებიც საჭიროებენ დარწმუნებას".

მან ასევე აღნიშნა, რომ "ამაზონის" შესახებ გასულ წელს ითქვა და „მიზნად ისახავდა ხაზგასმას, რომ დიდი ბრიტანეთის და უკრაინის ურთიერთობა არის არა „ტრანზაქცია“, არამედ „პარტნიორობა“.

„პირადად გავაგრძელებ უკრაინის მხარდაჭერას ბოლომდე, რამდენიც დასჭირდება, მაგრამ ეროვნულ პარლამენტებს ხშირად აქვთ კონკურენტული საჭიროებები და უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა უნდა გააგრძელონ ამ ძლიერი მხარდაჭერის წახალისება ფაქტებისა და მეგობრობის გამოყენებით“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

მანამდე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ბენ უოლესის განცხადებამ, რომ უკრაინა უფრო მეტად უნდა იყოს მადლიერი დასავლეთის სამხედრო დახმარებისთვის და მოკავშირეებს ისე არ უნდა ეპყრობოდეს, როგორც ონლაინ მაღაზია „ამაზონს“, გაკვირვება გამოიწვია.

ბრიტანულ მედიას მოჰყავდა მინისტრის კომენტარი, რომ მან ვაშინგტონში გაიგონა კანონმდებლების „წუწუნი,“ „არ ვართ „ამაზონი“, ის დაეთანხმა ამ წუხილს და განაცხადა, რომ თავად უკრაინელებსაც იგივე უთხრა. მინისტრის თქმით, უკრაინელებს ისე ეჩქარებათ ყოველგვარი დახმარების მიღება, რომ ყოველთვის არ ამბობენ მადლობას იმისთვის, რაც უკვე გადაეცათ.

„მოგწონთ თუ არა ეს, ხალხს სურს მცირე მადლიერება დაინახოს“, - თქვა მინისტრმა ნატოს სამიტზე. უოლესის თანახმად, შარშან უკრაინაში ჩასვლისთანავე გადასცეს საჭირო იარაღის სია.

„იცით, ჩვენ არ ვართ „ამაზონი“, - ვუთხარი მათ შარშან მას მერე, რაც 11 საათი გზაში ვიყავი ამ სიის მისაღებად", - ამბობს უოლესი.

ბრიტანეთის პრემიერის რიში სუნაკის პრესმდივნის, მაქს ბლეინის თანახმად, გამონათქვამებს ასეთი ყურადღება არ უნდა მიექცეს: „ვფიქრობ, არაერთხელ გაიგონეთ პრეზიდენტ ზელენსკისგან მადლიერების სიტყვები დიდი ბრიტანეთის მიმართ, მისი მხარდაჭერისა და გულუხვობისთვის“.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული მხარე ყოველთვის ემადლიერებოდა ბრიტანეთის გაწეული დახმარებისთვის და არ იცის, სხვაგვარად როგორ გამოხატოს მადლიერება, რომ ეს საკმარისად გამოიყურებოდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S