ხორვატიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, ცეცხლმა დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწია
14/07/2023 11:30:02 მსოფლიო
ხორვატიაში ზაფხულის სეზონზე ტყის პირველი მასშტაბური ხანძარი გაჩნდა პოპულარულ კურორტ სიბენიკთან ახლოს.
ხანძარი 13 ივლისს, შუადღისას გაჩნდა და სამხრეთის ძლიერი ქარის ფონზე ცეცხლი სწრაფად გავრცელდა – მეხანძრეები "უპრეცედენტო სიჩქარეზე" საუბრობენ.
მიუხედავად მეხანძრე-მაშველების მცდელობისა და ცეცხლის ჩაქრობაში ყველა არსებული ტექნიკის დაუყონებლივ ჩართვისა, ხანძრის ლოკალიზება მალე ვერ მოხერხდა. სტოქიის გამო მიმდებარე დასახლებებიდან მაცხოვრებლების ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძარმა რამდენიმე შენობა, ფერმა და მანქანა გაანადგურა.
ღამით მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. საგრძნობლად სტიქიის რაიონში საავტომობილო გზაზე, რომელიც საფრთხის გამო ჩაკეტილი იყო, კვლავ აღდგა მოძრაობა, აღდგა ელექტრომომარაგებაც. რაიონში პრობლემებია მობილურ კავშირთან და ინტერნეტთან დაკავშირებით, რადგან დაზიანებულია ზოგიერთი ოპერატორის ტექნიკა.
ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის ირგვლივ მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება – ბევრგან 40°C-ს აღარბებს. იტალიის რვა ქალაქში განგაშის "წითელი დონე" გამოცხადდა.


