Accentnews.ge
სლოვენიაში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

სლოვენიაში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

14/07/2023 11:21:54 მსოფლიო

სლოვენიაში სტიქიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნა პრობლემები. მაშველები შედეგებთან გამკლავებას ცდილობენ.

ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ ცერკნოში მდინარე ცერკნიცა ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა და დატბორა სარდაფები, რამდენიმე შენობა, მათ შორის საფოსტო განყოფილება, მანქანები. ქალაქის მერის თქმით, ინფრასტრუქტურულმა ზიანმა შესაძლოა, 1 მილიონ ევროს მიაღწიოს. ზოგიერთ რაიონში ძლიერ სეტყვადთან მოუწიათ გამკლავება. როგორც იუწყებიან, დიამეტრი 12 სანტიმეტრს აღწევდა. დაზიანდა ბევრი მანქანა, სახურავები, ჩაიმსხვრა მინები, განადგურდა მოსავალი.

სამოქალაქო დაცვის სამსახურის უფროსი სრეჩკო სესტანი ამბობს, რომ ყველაზე მეტად ცერკნოსა და კრშკოს მიმდებარე ტერიტორიები დაზარალდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S