Accentnews.ge
ლატვია ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული მანქანების კიდევ ერთ პარტიას გზავნის უკრაინაში

ლატვია ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული მანქანების კიდევ ერთ პარტიას გზავნის უკრაინაში

14/07/2023 11:12:21 მსოფლიო

ლატვიის მთავრობამ გადაწყვიტა, უკრაინას გადაეცა კიდევ 11 მანქანა, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მძღოლებს ჩამოართვეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 მანქანა გადაეცემა ქალაქ ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციას, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, ნიკოლაევის ოლქის არბუზინსკის სოფლის საბჭოს, უკრაინის სამხედრო სამედიცინო აკადემიას და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს.

ჩამორთმეულ მანქანებში შედის 2001 წელს გამოშვებული Mercedes Benz, 2006 BMW 535, 2007 Mazda 3 და 2009 Volvo XC60. ამ 11 მანქანის საერთო სავარაუდო ღირებულება 40 ათასი ევროა.

ქვეყნის შემოსავლების სამსახურის შესყიდვებისა და სახელმწიფო ქონების დეპარტამენტის უფროსმა ინაარა სოლოტეიამ განაცხადა, რომ ყოველი 100 ჩამორთმეული ავტომობილიდან დაახლოებით 70 უკრაინაში იგზავნება.

მისი თქმით, მიმდინარე წლის მარტიდან უკრაინაში 151 მანქანა გაიგზავნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S