Accentnews.ge
მოლდოვის მთავრობიდან სამი მინისტრი გადადგა

მოლდოვის მთავრობიდან სამი მინისტრი გადადგა

14/07/2023 11:05:59 მსოფლიო

პარასკევს, 14 ივლისს მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რესიანმა სამი მინისტრის გადადგომის შესახებ განაცხადა.

ადგილობრივი გამოცემა NewsMaker–ის ცნობით, თანამდებობები დატოვეს შს მინისტრი ანა რევენკო, განათლების მინისტრი ანატოლი ტოპალა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ლილია დაბიჟი.

პრემიერ–მინისტრი პრეზიდენტს ახალი კანდიდატებს 17 ივლისს წარუდგენს.

მანამდე, კიშინიოვის აეროპორტში მომხდარი მკვლელობების შემდეგ, მოლდოვაში სასაზღვრო პოლიციის უფროსის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს მამაკაცმა, რომელსაც მოლდოვის ტერიტორიაზე შესვლაზე აეკრძალა, ცეცხლი გახსნა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი და აეროპორტის უსაფრთხოების ინსპექტორი მიყენებული დაზიანებების შედეგად დაიღუპნენ. თავდამსხმელი ტაჯიკეთის 43 წლის მოქალაქე აღმოჩნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S