Accentnews.ge
ISW: უკრაინელები წარმატებულ კონტრშეტევას ფრონტის, სულ მცირე, 3 სექტორში ახორციელებენ

ISW: უკრაინელები წარმატებულ კონტრშეტევას ფრონტის, სულ მცირე, 3 სექტორში ახორციელებენ

14/07/2023 10:51:54 მსოფლიო

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინელები წარმატებულ კონტრშეტევას ფრონტის, სულ მცირე, 3 სექტორში ახორციელებენ.

"უკრაინელმა დამცველებმა კონტრშეტევა ფრონტის სულ მცირე სამ სექტორში განახორციელეს და ზოგიერთი მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს, განსაკუთრებით ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით. ამასთან, უკრაინელებმა ბახმუტის გარშემო წინ წაიწიეს", - აცხადებს ISW.

მანამდე, ამერიკელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ 5 კვირაში უკრაინამ თითქმის იმდენი ტერიტორია დაიბრუნა, რამდენიც რუსეთმა 6 თვეში დაიპყრო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 236 590 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S