
ჯო ბაიდენმა პენტაგონს ევროპაში 3 000-მდე რეზერვისტის გაგზავნის უფლება მისცა
14/07/2023 06:16:20 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პენტაგონს უფლება მისცა, ევროპაში 3 000-მდე რეზერვისტი გააგზავნოს, - იუწყება CNN.
განკარგულების თანახმად, რეზერვისტები ოპერაცია Atlantic Resolve-ში ჩაერთვებიან, რომელიც NATO-სა და მის აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს.
აშშ-ს ევროპაში 100 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს განლაგებული.