
აუსტრევიჩუსი: "44 ევროპარლამენტარი მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გადაიყვანოს სააკაშვილი ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში"
13/07/2023 18:39:12 ციტატა
"ევროპარლამენტის 44 წევრისგან შემდგარი ჯგუფი სასწრაფოდ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადაიყვანოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს საჭირო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება", – ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს.