WSJ: გენერალი სუროვიკინი და კიდევ 13 მაღალი რანგის რუსი ოფიცერი დაპატიმრებულია
13/07/2023 18:04:31 მსოფლიო
რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაური, უკრაინაში რუსული ჯარების მეთაურის მოადგილე, გენერალი სერგეი სუროვიკინი და მასთან ერთად 13 მაღალი რანგის რუსი ოფიცერი დაპატიმრებულია, - იუწყება The Wall Street Journal.
გამოცემის ცნობით, "ისინი პროგოჟინის ამბოხის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს და დაკითხეს".
გავრცელებული ინფორმაციით, სუროვიკინმა იცოდა პროგოჟინის გეგმების შესახებ, მაგრამ ამბოხში თავად არ მონაწილეობდა.
რუსეთის გასამხედროებულმა დაჯგუფება "ვაგნერმა" რუსეთში 23-24 ივლისს ამბოხება მოაწყო. შეთანხმებით, რომლითაც ამბოხება დასრულდა, "ვაგნერის" ხელმძღვანელს ევგენი პრიგოჟინს ბელარუსში გადასვლის საშუალება მიეცა.
ამბოხების დასრულების შემდეგ პრიგოჟინი საჯაროდ არ გამოჩენილა.


