Accentnews.ge
ბაიდენი: უკრაინაში ომი წლების განმავლობაში არ გაგრძელდება

ბაიდენი: უკრაინაში ომი წლების განმავლობაში არ გაგრძელდება

13/07/2023 17:31:37 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენი განცხადებით, იგი არ ფიქრობს, რომ უკრაინაში ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ მან ჰელსინკში ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

"პრეზიდენტ პუტინს არ აქვს შანსი უკრაინაში ომი მოიგოს. მან უკვე წააგო ეს ომი. არ ვფიქრობ, რომ ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება, რადგან რუსეთი ვერ შეინარჩუნებს თავის რესურსებს ამდენი ხნის განმავლობაში და პუტინი, ალბათ, საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ ეს არ შედის რუსეთის ინტერესებში არც ეკონომიკურად და არც პოლიტიკურად", – განაცხადა ბაიდენმა.

იგი იმედოვნებს, რომ უკრაინა პროგრესს მიაღწევს კონტრშეტევაში, რათა დააჩქაროს საკითხის მოლაპარაკებების გზით მოგვარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S