
TI: თენგიზ გოგოტიშვილმა "რუსთავი 2"-ს სასამართლო დავა სამივე ინსტანციის სასამართლოში მოუგო
13/07/2023 16:49:28 საზოგადოება
"რუსთავი 2"-ს სასამართლო დავა სამივე ინსტანციის სასამართლოში "პოსტფაქტუმის" ჟურნალისტმა თენგიზ გოგოტიშვილმაც მოუგო, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" ავრცელებს, რომელიც გოგოტიშვილის ინტერესებს იცავდა.
სამივე ინსტანციის დავა მოიგო პაატა იაკობაშვილმაც. "რუსთავი 2"-ს იაკობაშვილისა და გოგოტიშვილისთვის კუთვნილი ხელფასისა და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დაეკისრა.
პაატა იაკობაშვილმა და თენგო გოგოტიშვილმა "რუსთავი 2" 2019 წელს მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს.