Accentnews.ge
კადეტთა სამხედრო ლიცეუმს საფრანგეთის თავდაცვის ატაშეს მოადგილე და სენ-სირის კოეტკიდანის სამხედრო სკოლის კურსანტები ესტუმრნენ

კადეტთა სამხედრო ლიცეუმს საფრანგეთის თავდაცვის ატაშეს მოადგილე და სენ-სირის კოეტკიდანის სამხედრო სკოლის კურსანტები ესტუმრნენ

25/11/2019 16:52:20 სხვა, თავდაცვა, რეკლამა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმს საფრანგეთის თავდაცვის ატაშეს მოადგილე მესამე რანგის კაპიტანი შარლ-ვიქტორ ორი და სენ-სირის კოეტკიდანის სამხედრო სკოლის კურსანტები ესტუმრნენ. მათ ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ და დირექციის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.  სტუმრებს პრეზენტაციის ფორმატში მიაწოდეს ინფორმაცია ლიცეუმის საქმიანობის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საუბარი შეეხო სამომავლო პროექტებს და კადეტთა გაცვლით პროგრამებს.  

დღესვე, კაპიტანი შარლ-ვიქტორ ორი კადეტებს შეხვდა. მათ საფრანგეთის სამხედრო სასწავლებლების შესახებ ესაუბრა.

საფრანგეთის წარმომადგენლების ვიზიტი ლიცეუმის ინფრასტრუქტურის დათვალიერებით დასრულდა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S