Accentnews.ge
ლატვიამ სავალდებულო სამხედრო სამსახური აღადგინა

ლატვიამ სავალდებულო სამხედრო სამსახური აღადგინა

13/07/2023 13:27:43 მსოფლიო

ლატვიამ ჯარში სავალდებულო სამხედრო სამსახური აღადგინა. პირველი გაწვევის ფარგლებში 254 ახალწვეული შეუდგა მსახურს.

ქვეყნის ეროვნული შეიარაღებული ძალების დაკომპლექტებისა და შერჩევის ცენტრის (NVS/NBS) ხელმძღვანელის რიჩარდ როზენბაუმსის განცხადებით, შემდეგ ეტაპზე 120 ადამიანის გაწვევა იგეგმება.

პირველი გაწვევა ნებაყოფლობითი წესით მიმდინარე წლის 1 ივლისს შედგა, 2024 წლიდან კი სამსახური სავალდებულო გახდება.

2007 წლიდან ლატვიას მხოლოდ პროფესიონალური ჯარი ჰყავს, მაგრამ სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ქვეყანაში მიდგომა შეიცვალა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე. შესაბამისად, პარლამენტმა კანონმდებლობაში ცვლილებები განახორციელა.

ჯარში წვევამდელები 11 თვეს გაატარებენ და 600 ევროს მიიღებენ სახელფასო ანაზღაურების სახით.

განწყობები შეიცვალა პოლონეტშიც. როგორც იუწყებიან, 2022 წელს პოლონეთის არმიაში 13 742 ჯარისკაცი ჩაირიცხა, რაც რეკორდული მაჩვენებელია 2008 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შემდეგ.

"ეს მხოლოდ პირველი ეტაპია, 2023 წელს ჩვენი კამპანია "გახდი პოლონეთის რესპუბლიკის ჯარისკაცი" ტემპს აკრებს. შედეგად, კიდევ უფრო მეტი მოხალისე დარეგისტრირდა ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში", - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ახლა პოლონეთის შეიარაღებული ძალები 164 000 ჯარისკაცს ითვლის, კიდევ 36 000 არის ტერიტორიული თავდაცვის ძალების მებრძოლია.

მისი თქმით, პოლონეთის მიზანია, ქვეყანას ჰყავდეს მინიმუმ 300 000 სამხედრო, მათგან 25 000 პროფესიონალური.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S