Accentnews.ge
გენერალი მილი: რუსეთის სარდლობაში უთანხმოება და დაბნეულობაა, სამხედროები თვითგადარჩენაზე კონცენტრირდნენ

გენერალი მილი: რუსეთის სარდლობაში უთანხმოება და დაბნეულობაა, სამხედროები თვითგადარჩენაზე კონცენტრირდნენ

13/07/2023 11:41:53 მსოფლიო

ევგენი პრიგოჟინის მეთაურობით "ვაგნერის" დაქირავებულთა აჯანყების შემდეგ, რუსეთის სარდლობაში "უთანხმოება და დაბნეულობა" სუფევს,– ამის შესახებ Reutersის ცნობით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, როგორი ზეგავლენა იქონია ხსენებულმა აჯანყებამ ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე.

”სტრატეგიულ დონეზე, ცხადია, რომ მათ აქვთ მნიშვნელოვანი უთანხმოება და დაბნეულობა”, - თქვა მილიმ.

ის დარწმუნებულია, რომ ჯანყთან დაკავშირებული ვითარება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ჯერ კიდევ რთულია პროგნოზირება, როგორ დასრულდება.

მილიმ დასძინა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები უკრაინაში ახლა ორიენტირებული არიან ადგილზე არსებულ ვითარებაზე და თვითგადარჩენაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S