კოსოვოს პარლამენტში დაწყებულ ჩხუბში პრემიერიც მოყვა[ვიდეო]
13/07/2023 11:20:30 მსოფლიო
ხუთშაბათს, 13 ივლისს, კოსოვოს პარლამენტშის მმართველი პარტიის „თვითგამორკვევის“ და კოსოვოს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ჩხუბი დეპუტატებს შორის პრემიერ-მინისტრის ალბინ კურტის სიტყვით გამოსვლისას მას შემდეგ დაიწყო, რაც მას დეპუტატი მერგიმ ლუსტაკუ მიუახლოვდა და წყალი დაასხა. საპასუხოდ დეპუტატს ვიცე-პრემიერმა ბესნიკ ბისლიმიმ წყლის ბოთლი ესროლა, რის შემდეგაც ჩხუბი დაიწყო.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩხუბი დაახლოებით ათ წუთს გაგრძელდა. დაცვამ პრემიერ–მინისტრის ევაკუაცია განახორციელა.
დავა ჩრდილოეთში არსებულ ვიტარებას ეხებოდა. ერთი დღით ადრე კოსოვოს მთავრობამ გადაწყვიტა, მეოთხედით შეემცირებინა ადმინისტრაციული შენობების ირგვლივ განლაგებული სპეციალური პოლიციის რაოდენობა ჩრდილოეთში, სადაც ეთნიკური სერბები უმრავლესობაში არიან და მოეწყო ახალი მერის არჩევნები ჩრდილოეთის ოთხ მუნიციპალიტეტში სერბეთთან დაძაბულობის შესამცირებლად.


