ათენის ცენტრში აფეთქება მოხდა
13/07/2023 11:10:16 მსოფლიო
ხუთშაბათს, 13 ივლისს ათენის ცენტრში, "მასონთა ლოჟის" შენობასთან ხელნაკეთი მოწყობილობა აფეთქდა.
ადგილობრივ მედიის ცნობით, პოლიციამ განაცხადა, რომ უწყებამ დილის 6:30 საათზე ანონიმური შეტყობინება მიიღეს "მასონთა ლოჟის" შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობის განთავსების თაობაზე. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა და ქუჩის ნაწილი გადაკეტა, თუმცა მოწყობილობა მალევე აფეთდა. აფეთქებამ მცირე ხანძარი გამოიწვია. არავინ დაშავებულა.
პოლიციამ შენობის შიგნით კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. ის კონტროლირებადი აფეთქებით განიმუხტა.


