ლოიდ ოსტინი: პუტინმა NATO თავის ზღურბლთან მიიყვანა, დარწმუნებული ვარ, იგი ძალიან შეშფოთებულია
13/07/2023 10:15:29 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის განცხადებით, "თავიდან პუტინი ფიქრობდა, რომ მას NATO-ს დაშლა და დასავლეთის დაყოფა შეეძლო, თუმცა საპირისპირო მიიღო".
მისი თქმით, პუტინმა უკრაინაში თავისი ქმედებებით „NATO თავის ზღურბლთან მიიყვანა“.
„დარწმუნებული ვარ, პუტინი ძალიან შეშფოთებულია. ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ფინეთი და შვედეთი, ბევრი რამ მოაქვთ ალიანსისთვის, ასე რომ, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ისინი გვყავს ბორტზე", - განაცხადა ოსტინმა.
ცნობისთვის: შვედეთმა და ფინეთმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე საკუთარ ნეიტრალურ სტატუსზე უარი განაცხადეს და NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადები წარადგინეს. მიმდინარე წლის აპრილში ფინეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგით 31-ე წევრი გახდა, შვედეთი კი ამ დრომდე კანდიდატის სტატუსის მატარებელია და ძირითად პრობლემას თურქეთის წინააღმდეგობა ქმნიდა. 11 ივლისს ვილნიუსში გამართულ ალიანსის სამიტზე ცნობლი გახდა, რომ თურქეთმა შვედეთის გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.


