Accentnews.ge
კულება: რუსეთისთვის ერთადერთი საფრთხე უკრაინელი ჯარისკაცია

კულება: რუსეთისთვის ერთადერთი საფრთხე უკრაინელი ჯარისკაცია

13/07/2023 10:11:26 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლებს გრაფიკით მიიღებს და რუსეთი ამას „გადაყლაპავს“, მიუხედავად იმისა, რას ამბობს ლავროვი.

კულება სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას, რომლის თანახმად, "უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას რუსეთი განიხილავს დასავლეთის მიერ ბირთვული საფრთხის შექმნად".

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, "რუსეთისთვის ერთადერთი საფრთხე უკრაინელი ჯარისკაცია და პუტინს და მის ხელისუფლებას სწორედ უკრაინელი სამხედროების უნდა ეშინოდეთ".

2023 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ აშშ თანახმაა, უკრაინას გადაეცეს ავიაგამანადგურებლები F-16.

11 ივლისს ვილნიუსში ნატო–ს სამიტის ფარგლებში უკრაინამ 11 პარტნიორ სახელმწიფოსთან გააფორმა მემორანდუმი, რომელიც F-16-ის სამართავად უკრაინელი პილოტების მომზადებას ეხება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S