Accentnews.ge
ჩინეთის საგარეო ვაჭრობა 12 %-ზე მეტით შემცირდა

ჩინეთის საგარეო ვაჭრობა 12 %-ზე მეტით შემცირდა

13/07/2023 09:42:22 მსოფლიო

ჩინეთის საბაჟო უწყება იტყობინება, რომ წელს ამ ქვეყნის საგარეო ვაჭრობა 12,4 %-ით შემცირდა და 285 მილიარდ დოლარამდე დაეცა.

ეს არის კორონის პანდემიის დაწყებიდან - ბოლო სამ წელიწადში ყველაზე დიდი უკუსვლა. ყველაზე მეტად შემცირდა ვაჭრობა აშშ-თან, სადაც ჩინეთის ექსპორტი 23,7 %-ით დაეცა წინა წელთან შედარებით.

საბაჟოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკამ იმპორტიც შეამცირა. ამ რეგრესის მიზეზად უწება ასახელებს პირველ რიგში სუსტ დინამიკას მსოფლიოსა და საშინაო ბაზარზე. მაღალი ინფლაცია, გაზრდილი პროცენტები და ენერგომატარებლების ფასები ხელს უწყობს ასევე ჩინეთის პროდუქტზე მოთხოვნილების შემცირებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S