
მიტროპოლიტი ნიკოლოზი: მეუფე თავს მშვენივრად გრძნობს და თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის ვიღაც მკვლელი
13/07/2023 08:54:17 საზოგადოება
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა, რომ მეუფე შიო თავს მშვენივრად გრძნობს და იგი არ არის მოწამლული.
„მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს, და თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის ვიღაც მკვლელი, ვერ მოუწამლავს ესე იგი, ამიტომ არ არის მოწამლული რა“, – ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი ჟურნალისტებთან, სავარაუდოდ, ხუმრობით.
პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მოწამლეს, – იუწყებოდნენ ცოტა ხნის წინ ტელეკომპანიები "მთავარი" და "რუსთავი 2".
საპატრიარქოს პრეს–სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის.
მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს-ში გამოძიება სსკ 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.