Accentnews.ge
რუსეთის ელჩი ირანის საგარეო უწყებაში დაიბარეს პროტესტის დასაფიქსირებლად

რუსეთის ელჩი ირანის საგარეო უწყებაში დაიბარეს პროტესტის დასაფიქსირებლად

13/07/2023 08:37:17 მსოფლიო

რუსეთის ელჩი თეირანში ალექსეი დედოვი 13 ივლისს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მას აცნობეს ირანის უკმაყოფილების შესახებ რუსეთისა და სპარსეთის ყურის ორგანიზაციის თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების ტექსტით.

თეირანმა განმარტა, რომ არ ეთანხმება რუსული მხარის პოზიციას სპარსეთის ყურეში სამი სადავო კუნძულის საკუთრებასთან დაკავშირებით, რომლებზეც პრეტენზიას არაბთა გაერთიანებული საამიროები აცხადებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული კუნძულები "სამუდამოდ" ირანის ნაწილია. ამასთან, თეირანი ამ საკითხთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიციის დაზუსტებას ელის.

ირანის საგარეო უწყების ცნობით, ელჩმა დედოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი პატივს სცემს ირანის ტერიტორიულ მთლიანობას და დაარწმუნა, რომ შექმნილ ვითარებას რუსეთის ხელისუფლებას შეატყობინებს.

10 ივლისს მოსკოვში რუსეთისა და სპარსეთის ყურის ორგანიზაციის თანამშრომლობის საბჭოს მეექვსე შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „კონფლიქტი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ირანს შორის დიდი ტუნბის, მცირე ტუნბისა და აბუ მუსას კუნძულებთან დაკავშირებით საერთაშორისო ნორმებით რეგულირდება. რუსეთი მხარს უჭერს ყველა სამშვიდობო ძალისხმევას, მათ შორის, ორმხრივი მოლაპარაკებების გზით მშვიდობიანი გადაწყვეტის მიღწევის მცდელობებს".

ხსენებული კუნძულები, რომლებზეც პრეტენზიას ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები აცხადებენ, სტრატეგიულ პოზიციას იკავებენ ჰორმუზის სრუტის წყლებში.

1971 წლამდე კუნძულები იყო დიდი ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ, თუმცა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კუნძულები არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს გადასცა. მოგვიანებით ირანმა დაიკავა კუნძულები. არაბეთის გაერთიანებული საემიროები კუნძულებს ოკუპირებულად თვლის, ხოლო ირანს – აგრესორად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S