10 დღეში ირანიდან 18000-მდე ავღანელი ლტოლვილი იქნა დეპორტირებული
13/07/2023 08:20:56 მსოფლიო
ირანის ხელისუფლებამ ავღანეთში 18 000-მდე ლტოლვილის დეპორტაცია მოახდინა,– იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Mehr.
ხორასან რეზავის პროვინციის პოლიციის ხელმძღვანელმა მაჯიდ შოკამ განაცხადა, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში 17 926 ავღანელი იქნა დეპორტირებული, რომლებიც მესაზღვრეებმა და პოლიციელებმა სხვადასხვა ლოკაციებზე აიყვანეს.
ლტოლვილები "დოგარუნის" საგუშაგოს გავლით გააძევეს.
ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აჰმედ ვაჰიდიმ ადრე განაცხადა, რომ ქვეყანაში, ძირითადად ავღანეთიდან ლტოლვილთა რაოდენობა 5 მილიონს აჭარბებს. იმავდროულად, აღიარა, რომ ჯერ არ მიუღია ცნობები ავღანელი ლტოლვილებისგან საფრთხის არსებობის შესახებ.
ავღანეთიდან მეზობელ ქვეყნებში ლტოლვილთა ნაკადი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ქვეყანაში ძალაუფება "თალიბანმა" იგდო ხელთ.


