დრონებით შეუტიეს ქარხანას, რომელიც საკვებს აწარმოებს რუსული არმიისთვის
13/07/2023 06:57:22 მსოფლიო
დრონებით შეტევა განხორციელდა ქარხანაზე, რომელიც აწარმოებდა მშრალ დაკონსერვებულ საკვებს და რძის პროდუქტებს რუსული არმიისთვის ბრიანკის რეგიონში.
დრონმა გვიან ღამით საზღვრიდან 35 კმ-ში განთავსებული ქარხნის Konservsushprod OJSC-ის შენობის თავზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო, წერს ტელეგრამ–არხი Shot ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით.
შედეგად სახურავი დაზიანდა. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება. მსგავსი ინციდენტი მაისშიც მოხდა.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან ხშირად იუწყებიან აფეთქებების შესახებ. უკრაინა ოფიციალურად არ ადასტურებს მსგავს ინციდენტებთან კავშირს.


