ჯო ბაიდენი ფინეთში ჩავიდა
13/07/2023 06:45:05 მსოფლიო
აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ჩავიდა, სადაც ამ ქვეყნის პრეზიდენტთან, საული ნიინისტესთან ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ასევე, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების - ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიის, დანიის და ისლანდიის ლიდერების მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის წინ ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია და განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ.
ამ ვიზიტით ბაიდენი ევროპულ ტურნეს დაასრულებს.


