Accentnews.ge
უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთმა წუხანდელი შეტევისას 20 დრონი გამოიყენა, 20–ვე გავანადგურეთ

უკრაინის საჰაერო ძალები: რუსეთმა წუხანდელი შეტევისას 20 დრონი გამოიყენა, 20–ვე გავანადგურეთ

13/07/2023 06:14:48 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინაზე წუხანდელი თავდასხმისას უპილოტო საფრენი აპარატები და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება. მის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უკრაინას შეუტიეს ირანული წარმოების 20 დრონით. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 20-ვე განადგურებულია, ძირითადად, კიევში და კიევის ოლქში.

გარდა ამისა, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შავი ზღვიდან და ანექსირებული ყირიმიდან შეტევა განახორციელეს 2 ფრთოსანი რაკეტით „კალიბრი“ და 1 ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, სხვადასხვა მიმართულებით გაანადგურეს ორივე „კალიბრი“, ხოლო „ისკანდერზე“ ინფორმაცია ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები ჩამოცვივდა კიევის 4 რაიონში. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. დაშავდა 4 ადამიანი. წუხანდელი თავდასხმის გამო, კიევის გარდა, საჰაერო განგაში ოდესისა და ხარკოვის გარდა, უკრაინის პრაქტიკულად ყველა ოლქში იყო გამოცხადებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S