Accentnews.ge
ევროპაში ჰაერის რეკორდულ ტემპერატურას პროგნოზირებენ, იტალიის 8 ქალაქში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა

ევროპაში ჰაერის რეკორდულ ტემპერატურას პროგნოზირებენ, იტალიის 8 ქალაქში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა

13/07/2023 06:00:49 მსოფლიო

ევროპის რიგ ქვეყნებში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ესპანეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, იტალიისა და ხორვატიის რეგიონებში ტემპერატურამ 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში ჰაერის ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს.

ჰაერის განსაკუთრებით მაღალ ტემპერატურას პროგნოზირებენ იტალიაში. 8 ქალაქში, მათ შორის ფლორენციაში, ბოლონიაში, რომსა და რიეტში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა.

BBC-ს ცნობით, მხოლოდ გასულ წელს უჩვეულოდ ცხელ ზაფხულს ევროპაში 60 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S