Accentnews.ge
რუსეთის 58-ე არმიის გენერალი თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბს დაუპირისპირდა

რუსეთის 58-ე არმიის გენერალი თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბს დაუპირისპირდა

13/07/2023 05:40:07 მსოფლიო

რუსეთის არმიის გენერალმა ივან პოპოვმა დაადასტურა ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობები, რომ 58-ე არმიის სარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

"ჩემი გათავისუფლების მიზეზი ის სიმართლეა, რომელიც უფროს ხელმძღვანელებს არ მოსწონდათ", – აცხადებს გენერალი.

ივან პოპოვი 58-ე არმიის სამხედროებს ასე მიმართავს: „ჩემო საყვარელო გლადიატორებო“ და ატყობინებს, რომ სარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თადარიგში გადაიყვანეს და მის ნაცვლად დანიშნეს გენერალ-ლეიტენანტი ლიამინი.

გენერალი პოპოვი გვარების დაკონკრეტების გარეშე ამბობს, რომ „რთული სიტუაცია შეიქმნა უფროს ხელმძღვანელობასთან, როცა ან უნდა გაჩუმებულიყავი და დაგემალა, რისი მოსმენაც არ უნდოდათ, ან ყველაფრისთვის თავის სახელი დაგერქმია“.რუსეთის არმიის „უფროსი ხელმძღვანელი" გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვია.

ივან პოპოვი აცხადებს, რომ დაღუპული თანამებრძოლების გამო, ტყუილის თქმის უფლება არ ჰქონდა, ამიტომ „ყველაზე მაღალ დონეზე“ განსაზღვრა საბრძოლო მუშაობის და უზრუნველყოფის მხრივ არმიაში არსებული ყველა პრობლემა და ყურადღება გაამახვილა „თანამედროვე ომის ყველაზე დიდ ტრაგედიაზე“ - კონტრბატარეის ბრძოლის და საარტილერიო დაზვერვის სადგურის არარსებობასა და მოწინააღმდეგის არტილერიისგან რუსი მებრძოლების მასობრივ სიკვდილსა და დასახიჩრებაზე.

როგორც გენერალი პოპოვი ამბობს, როგორც ჩანს, „უფროსმა ხელმძღვანელებმა“ მასში რაღაც საფრთხე დაინახეს, „ერთ დღეში შეთითხნეს თავდაცვის მინისტრის ბრძანება და თავიდან მოიშორეს“.

„როგორც დღეს თქვა დივიზიების პოლკების ბევრმა მეთაურმა, ჩვენი არმიის ფრონტიდან შენგრევა ვერ შეძლეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა და ჩვენ ზურგიდან დაგვარტყა ჩვენმა უფროსმა ხელმძღვანელმა. მოღალატეობრივად და უნამუსოდ არმიას თავი მოკვეთა ყველაზე მძიმე და დაძაბულ მომენტში", - აცხადებს გენერალი პოპოვი.

რუსეთის 58-ე არმია საბრძოლო მოქმედებებს უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში აწარმოებს.

58-ე არმია მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომშიც. რუსეთის სახმელეთო ჯარების ამ გაერთიანებას მაშინ გენერალი ხრულიოვი ხელმძღვანელობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S