Accentnews.ge
აფეთქება მოხდა სახლთან, სადაც კრემლის პროპაგანდისტი ცხოვრობს

აფეთქება მოხდა სახლთან, სადაც კრემლის პროპაგანდისტი ცხოვრობს

12/07/2023 19:29:01 მსოფლიო

ფეოდოსიის ერთ-ერთ ეზოში, სადაც პრორუსი ბლოგერი ალექსანდრე ტალიპოვი ცხოვრობს, აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ბლოგერმა ტელეგრამ–არხზე დაწერა.

მისი მტკიცებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სახლთან მდგარ მოპედში იყო ჩადებული.

„დაახლოებით 19:00 საათზე ძლიერი აფეთქება მოხდა. სახლის კედლები შეირყა, იყო მინების მსხვრევის ხმა . ეზოში გასვლისას სადარბაზოსთან დავინახე ცეცხლმოდებული მოპედი. სახლის პერიმეტრზე ბევრ ფანჯარა იყო ჩამსხვრეული“, - წერს კრემლის პროპაგანდისტი.

ტალიპოვი თავის ტელეგრამ–არხზე უკრაინის მხარდამჭერი ყირიმელების პირად მონაცემებს აქვეყნებს. ტალიპოვის საჩივრების საფუძველზე ყირიმელებს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრებათ რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“.

უკრაინის პროკურატურამ ტალიპოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ეთნიკური უთანხმოების და სიძულვილის წაქეზების“ მუხლით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S