Accentnews.ge
მალხაზ ურთმელიძე – სააკაშვილზე: გაცილებით უკეთაა, წონაში მატულობს

მალხაზ ურთმელიძე – სააკაშვილზე: გაცილებით უკეთაა, წონაში მატულობს

12/07/2023 19:13:21 საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გაცილებით უკეთესად არის და წონაშიც იმატებს.

მისივე თქმით, როცა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგად იქნება, მაშინ ციხეში გადაიყვანენ.

"მიხეილ სააკაშვილი მშვენივრად არის. გაცილებით უკეთესად არის, წონაში იმატებს. ამას მე არ ვწყვეტ, როცა კარგად იქნება გადავიყვანთ, აბა რას ვიზამთ. არ იყო ბოლო პროცესზე უკეთესად? - ფაქტია, რომ კაცმა მოიმატა.

როცა საკვებს იღებს ნორმალურად მატულობს და არის ხოლმე კარგად, რომ არ შეჭამს, გახდება ცუდად.

კარგად რომ იყოს წავიყვანდით. არის ხომ ჯერ კლინიკაში, ე.ი. ამის საჭიროება არის”, - განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მზად არის, დაინტერესების შემთხვევაში პოლონელ ექიმებს შეხვდეს, რომლებიც საქართველოში ევროკავშირის სამედიცინო მისის ფარგლებში იმყოფებიან და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას იკვლევენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია არ იზიარებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებას.

"მის მშვენივრად ყოფნას ვერანაირად ვერ ვიზიარებ, იმიტომ, რომ მარტო გუშინდელი დღე იყო ისეთი... კი ბატონო, ერთი კილო მოუმატია, თუ ეს რამეს ნიშნავს ამ სიმაღლე ადამიანისთვის, არ ვიცი, რა გითხრათ...”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S