Accentnews.ge
ზელენსკი: არანაირ სტატუსს არ გავცვლით ტერიტორირიებსა და გაყინულ კონფლიქტში

ზელენსკი: არანაირ სტატუსს არ გავცვლით ტერიტორირიებსა და გაყინულ კონფლიქტში

12/07/2023 17:55:51 მსოფლიო

ერთი სოფელსაც კი, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს, არანაირ სტატუსში არ გავცვლით,– . განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს აშშ და გერმანია განზრახ არიდებენ თავს უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისთვის მკაფიო დროის ჩარჩოს მიწოდებას იმ შემთხვევისთვის, თუ სამომავლოდ წევრობის საკითხი რუსეთთან მოლაპარაკებების საგანი გახდება. ამ განცხადებით მან გაიმეორა ადრე ნათქვამი სიტყვები, რომ კიევი არანაირ სამშვიდობო წინადადებას არ მიიღებს, რომელიც კონფლიქტის გაყინვას მოემსახურება, ვინაიდან გაყინული კონფლიქტი ახალ ომს გულისხმობს, უბრალოდ დროის საკითხი იქნება, თუ როდის.

ზელენსკიმ თქვა, რომ მისი პოზიციის შესახებ პარტნიორები ინფორმირებულები არიან.

“დარწმუნებული ვარ, რომ მოღალატეობრივი პოზიცია არც ბაიდენისგან და არც შოლცისგან არ იქნება, მაგრამ ამასთან ერთად უნდა ვთქვა, რომ არასდროს არ გავცვლით არანაირ სტატუსს ჩვენს ნებისმიერ ტერიტორიაზე. თუნდა ეს ერთი სოფელი იყოს, რომელშიც ერთი ბაბუა ცხოვრობს.

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს და არასდროს გავცვლით გაყინულ კონფლიქტში. ეს არასდროს არ იქნება. ჩემი პოზიცია მკაფიოდ იციან ჩვენმა პარტნიორებმა,” - განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე ჩეხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ფრონტის ხაზზე მიღწეული შედეგი დაედება საფუძვლად რუსეთ–უკრაინის მომაალ შესაძლო მოლაპარაკებებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S