Accentnews.ge
ბაიდენი: გზაგასაყარზე ვდგავართ, უნდა შევაკავოთ მომავალი აგრესორები

ბაიდენი: გზაგასაყარზე ვდგავართ, უნდა შევაკავოთ მომავალი აგრესორები

12/07/2023 17:33:11 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება და მოკავშირეები ერთიანობას შეინარჩუნებენ.

„კრემლმა იფიქრა, რომ აგრესიით ნატოს დაყოფდა. იფიქრა, რომ დემოკრატიული ლიდერები სუსტები იქნებოდნენ, მაგრამ არასწორად ფიქრობდა. დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფლების მხარდაჭერით გავაკეთეთ ის, რასაც ყოველთვის ვაკეთებდით და ჩვენ გავძლიერდით, ნატო გაძლიერდა. ჩვენ მზად ვიყავით, რადგან ერთად ვიდექით. რამდენიმე თვით ადრე, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან მოუყარა თავი თავისი მხეცური აგრესიის განსახორციელებლად, „დიდი შვიდეული“ მუშაობა აქტიურად ამ მიმართულებით. უკრაინელებსაც კი არ სჯეროდათ ჩვენი დაზვერვის მონაცემების, რომ აგრესია შედგებოდა. ჩვენ გვინდოდა, თავიდან აგვეცილებინა ეს მხეცური ომი. მსოფლიოს მოვუწოდეთ ამ გმირი ხალხის დახმარებისკენ, რომლებიც თავს იცავდნენ ღირსების მაღალი გრძნობით. წელიწადნახევარია რუსული ჯარები კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს სჩადიან. ვერ გატეხეს უკრაინელი ხალხი. უკრაინა რჩება დამოუკიდებელი, თავისუფალი. [...]მე საათები გავატარე პრეზიდენტ ზელენსკისთან და ვეუბნებოდი, რომ უკან არ დავიხევთ! დღესაც მკაცრად ვაცხადებ, თავისუფლებას გვერდში დავუდგებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება! გვინდა, რომ ეს ომი სამართლიანად დასრულდეს – გაეროს ქარტიის წესდების დაცვით, რომელსაც ყველამ მოვაწერეთ ხელი. სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა არის საყრდენი ერებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისთვის. ერთ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს მეორე ქვეყნის ტერიტორიის ძალით დაპყრობის საშუალება. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები, შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმები უკრაინელი ბავშვების, ქალების, სამხედროების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, რუსეთს დიპლომატიური შედეგები არ აინტერესებს. პუტინს არასწორად სწამს, რომ მას შეუძლია უკრაინაში გამარჯვება“,– თქვა ბაიდენმა და დასძინა, პუტინმა „ვერ გაიგო, რომ ჩვენი თავისუფლება ისეთი რამ არის, რომელზეც არასდროს, არასდროს, არასდროს ვიტყვით უარს!“

მან თქვა, რომ ახლა სამყარო იცვლება, ვდგავართ გზაგასაყარზე, რომელიც მომავალ ათწლეულებს განსაზღვრავს:

„უნდა შევაკავოთ მომავალი აგრესორები“.

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ არასდროს ყოფილა ისეთი ოპტიმისტი საკუთარი კარიერის მანძილზე მომავლის პერსპექტივებთან დაკავშირებით, როგორიც დღეაა.

ამასთან, ბაიდენმა ახსენა საქართველო მოლდვასთან და ბელარუსთან ერთად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S