ბაიდენი: საქართველოში, ბელარუსში, მოლდოვაში, ადამიანები აგრძელებენ ბრძოლას
12/07/2023 17:18:36 პოლიტიკა
აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა უკრაინის მიმართ ლიეტუვის მხარდაჭერას, რადგან ისინი, როგორც ბაიდენმა აღნიშნა, დიდი ხნის განმავლობაში ვერ წყვეტდნენ საკუთარ მომავალს. მას მხედველობაში ჰქონდა საბჭოთა ოკუპაციის პერიოდი. ამ კონტექსტში ბაიდენმა საქართველოც ახსენა.
„ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში ადამიანები აგრძელებენ ბრძოლას, რომ მათი ხმა იყოს მოსმენილი. ჩემი გზავნილია, გააგრძელეთ, შეახსენოთ მსოფლიოს, რომ თქვენს ქვეყანაში არსებობს იმედი! მე არ ვხუმრობ. ამას გულწრფელად გეუბნებით. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს და არასდროს უნდა დავნებდეთ. უნდა ვუბრძოლოთ უკეთესი მომავლისთვის. ჩვენი ერთიანობა არ დაიმსხვრევა“.


