ადვოკატმა სასამართლოსთან შიმშილობა გამოაცხადა
12/07/2023 16:16:53 საზოგადოება
ადვოკატმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან შიმშილობა გამოაცხადა.
მარიამ ლევიძე ამბობს, რომ სასამართლომ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა თვითმკვლელობა სცადა. სწორედ ამ მიზეზით მიმართა იურისტმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.
ადვოკატის თქმით, სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე გაცემული შემაკავებელი ორდერი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დატოვა ძალაში: “ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უსამართლობას და ცილისწამებას ვეღარ უძლებს და თვითმკვლელობა სცადა, მე კი შიმშილობა გამოვაცხადე”.


