ბაიდენი: ბოლო მოვუღეთ აზრს იმის შესახებ, სურთ თუ არა უკრაინის NATO–ში ხილვა
12/07/2023 15:55:28 მსოფლიო
მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც შეხვედრას გავმართავთ, რათა ნატო-ში უკრაინის ოფიციალური გაწევრიანება აღვნიშნოთ,-- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგა ვოლოდირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
“იმედი მაქვს, რომ ჩვენ საბოლოოდ ბოლო მოვუღეთ აზრს იმის შესახებ, სურთ თუ არა ნატო-ში უკრაინის ნახვა. ეს მოხდება. წინ მივიწევთ, სწორი მიმართულებით მივდივართ და ვფიქრობ, იმაზე ვიზრუნებთ, რომ ყველაფერს იღებდეთ, რაც გჭირდებათ. და მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც შეხვედრას გავმართავთ, რათა ნატო-ში თქვენი ოფიციალური გაწევრიანება აღვნიშნოთ”, - განაცხადა ბაიდენმა და ზელენსკის მიმართა, “თქვენთვის ცუდი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არსად მივდივართ. ჩვენთან ჩარჩით. ჩვენ არსად არ მივდივართ”.
მისი თქმით, უკრაინამ დიდი სამუშაო გასწია, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი.


