Accentnews.ge
სერბეთმა უკრაინას ყოფილი გენერლის გადაცემაზე უარი უთხრა

სერბეთმა უკრაინას ყოფილი გენერლის გადაცემაზე უარი უთხრა

12/07/2023 15:39:59 მსოფლიო

სერბეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა უკრაინის მოთხოვნა, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის ანდრეი ნაუმოვის ექსტრადიციის შესახებ. ის 2022 წლის ივნისიდან იმყოფება პატიმრობაში სერბეთში. საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

ანდრეი ნაუმოვის ექსტრადიციის მოთხოვნით უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სერბეთის იუსტიციის სამინისტროს 2022 წლის სექტემბერში მიმართა. პროკურატურა განმარტავს, რომ მას ედავებიან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით ქონების მითვისებას, თაღლითობას და სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენებას. საუბარია 3,2 მილიონზე მეტი გრივნაზე.

ანდრეი ნაუმოვი ფიგურირებს არაერთ ჟურნალისტურ გამოძიებაში, რომლებიც ეხება კონტრაბანდასა და საბაჟოზე კორუფციული სქემები არსებობას.

იუწყებიან, რომ მან უკრაინა რუსეთის უკრაინაში სეჭრის წინა დღეს დატოვა.

7 ივნისს ნაუმოვი ჩრდილოეთ მაკედონიასთან საზღვარზე, სამხრეთ სერბეთში, ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. ის გერმანიის მოქალაქე ალექსანდრე აქსტთან ერთად აიყვანეს, რომელიც უკრაინაში სანქციების სიაშია შეყვანილი. მანქანაში, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, 600 ათასი ევრო, 125 ათასი დოლარი და მინიმუმ ორი ძვირფასი ზურმუხტი აღმოაჩინეს.

31 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნაუმოვს ბრიგადის გენერლის წოდება ჩამოართვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S