Accentnews.ge
სააკაშვილთან კლინიკაში პოლონელი ექიმები შევიდნენ

სააკაშვილთან კლინიკაში პოლონელი ექიმები შევიდნენ

12/07/2023 13:19:12 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა „ვივამედში“ პოლონელი მედიკოსები შევიდნენ.

„როგორც ხედავთ, ჩვენი პოლონელი კოლეგები ვიზიტით არიან. ჩვენ ნებართვა ყოველთვის გაცემული გვქონდა. პაციენტიც საქმის კურსშია, რომ ექიმები აქ არიან. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, ჩვენი კოლეგები ნახავენ და შემდეგ გაგესაუბრებით“, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები რამდენიმე თვის განმავლობაში მოითხოვდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მონახულების მიზნით საქართველოში პოლონელი ექიმები შემოეშვათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S