Accentnews.ge
„შემდეგი გაჩერება ვაშინგტონია“: ლანდსბერგისი განმარტავს, რატომ უნდა "იმუშაოს" ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებამ

„შემდეგი გაჩერება ვაშინგტონია“: ლანდსბერგისი განმარტავს, რატომ უნდა "იმუშაოს" ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებამ

12/07/2023 11:59:47 მსოფლიო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი მიიჩნევს, რომ ვილნიუსში, ნატოს სამიტზე გაცემული დაპირებები უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით "უნდა იმუშაოს", მიუხედავად იმისა, რომ ის ჰგავს ბუქარესტი-2008-ის გადაწყვეტილებას. ამის შესახებ მან ნატოს სამიტის ფარგლებში გამართულ ექსპერტთა ფორუმზე განაცხადა.

ლანდსბერგისი თვლის, რომ მიუხედავად ბუქარესტის სამიტის შედეგების ფართო კრიტიკისა (კომუნიკეში ჩაიწერა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები), მისი გადაწყვეტილება პოზიტიური იყო.

„ბუქარესტში რეალურად ძლიერი განცხადება გაკეთდა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს ქვეყნები გახდებიან. ამიტომ, პრობლემა ამ გადაწყვეტილების შინაარსში კი არ იყო, არამედ იმაში, რომ ჩვენ აღარ დავუბრუნდით მის განხორციელებას. ჩვენ მას მხოლოდ სამი შეჭრის შემდეგ დავუბრუნდით“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ახლა სიტუაცია რადიკალურად განსხვავდება 2008 წლისგან, როდესაც ბევრი სახელმწიფო ფიქრობდა, რომ უკრაინა რეალურად ვერ მიაღწევდა ალიანსის წევრობას.

ლანდსბერგისი მიიჩნევს, რომ ნატო "არ დაკარგავს დამატებით წელიწადს, თვეს ან თუნდაც ერთ დღეს", დააყოვნოს ბლოკში უკრაინის გაწევრიანება.

"აქედან გამომდინარე, ვილნიუსის სამიტი არ არის ბოლო გაჩერება. შემდეგი გაჩერება არის ვაშინგტონი. და ჩვენ ერთი წელი გვაქვს, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ვაშინგტონი ვილნიუსზე ისტორიული გახდეს", - თქვა მან.

ვოლნიუსის სამიტზე ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის წევრობის გზა შეიცვალა, "ორსაფეხურიანი სისტემიდან ერთსაფეხურიანზე გადავა", ანუ, მისთვის მაპი აღარ არის აუცილებელი პირობა განსხვავებით საქართველოსგან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S