Accentnews.ge
პუტინის აქტიური მხარდამჭერი ისინბაევა NATO-ს ქვეყანაში გადასახლდა

პუტინის აქტიური მხარდამჭერი ისინბაევა NATO-ს ქვეყანაში გადასახლდა

12/07/2023 11:38:27 მსოფლიო

რუსი სპორტსმენი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ელენა ისინბაევა საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა, – იტყობინება El Digital Sur. ახლა ის ტენერიფეშია.

2012 წელს ისინბაევა საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი გახდა. 2017 წლის ნოემბერში შეუერთდა მოძრაობას "პუტინის გუნდი", ხოლო 2020 წლის იანვარში – კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე მომუშავე ჯგუფს.

2023 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, ის შეიყვანეს უკრაინის სანქციების სიაში "რუსული სპორტული სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ცდილობენ, სპორტი აგრესიის სამსახურში ჩააყენონ". ისინბაევას ასევე აქვს რუსეთის შეიარაღებული ძალების მაიორის წოდება.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს ჩეხეთის პრეზიდენტმა პიოტრ პაველმა, Popular Politics-ის კორესპონდენტის კითხვას, რატომ არ შეეხო სანქციები რუსული რაკეტების მწარმოებლის ბორის ობნოსოვის ოჯახს, რომელიც ფლობს უძრავ ქონებას პრაღაში, უპასუხა, რომ ჩეხეთს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, ჩამოართვას მათ ქონება ან გააძევოს ქვეყნიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S