Accentnews.ge
რუსული მედია: შავი ზღვის ფლოტმა ახალი რაკეტმზიდი მიიღო

რუსული მედია: შავი ზღვის ფლოტმა ახალი რაკეტმზიდი მიიღო

12/07/2023 11:18:12 მსოფლიო

რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა მიიღო პატარა სარაკეტო ხომალდი "სიკლონი",– იუწყება რუსული მედია.

ციკლონი ქერჩის ზალივის გემთმშენებელ ქარხანაში 2016 წელს ააგეს. იუწყებიან, რომ 2020 წელს, წყალში გაშვების შემდეგ ის გადაკეთდა და დასრულდა ელექტრო სამუშაოები. გემმა მიიღო საჰაერო თავდაცვის სისტემები და გამშვები დანადგარები რვა "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტისთვის.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში ყალიბდება აზოვის სამხედრო–საზღვაო რაიონი. ელიან, რომ მის შემადგენლობაში იქნება რვა საბრძოლო ხომალდი და კატარღა, ასევე 16 დამხმარე გემი. როგორც იუწყებიან, ეს უნდა იყოს მცირე ზომის სარაკეტო ხომალდები – „ციკლონი“, „ასკოლდი“, რომლებიც ტესტირებას გადიან და მშენებარე „ამური“. ასევე, "კოვროვეცი" და სხვა გემები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S