Accentnews.ge
მეუფე შიო: უნდა ჩატარდეს დამატებითი კვლევები, იმედია, ყველაფერი გაირკვევა

მეუფე შიო: უნდა ჩატარდეს დამატებითი კვლევები, იმედია, ყველაფერი გაირკვევა

12/07/2023 09:40:57 საზოგადოება

პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პირვე კომენტარს აკეთებს მას შემდეგ, რაც მისი სავარაუდო მოწამვლის ამბავი გარვცელდა.

მან მზაობა გამოთქვა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ასევე მზად არის, ჩაიტაროს დამატებითი გამოკვლევები.

"გილოცავთ ყველას პეტრე – პავლობას, ღმერთის შეწევნით ვარ უფრო კარგად. ალბათ, უნდა ჩატარდეს ხელმეორე კვლევები, ექიმები გვირჩევენ. იმედია, რომ ყველაფერი გაირკვევა, ეს ყოფითი მოწამვლაა თუ გარკვეული ზემოქმედება იყო, ამას ზუსტად ვერ მოგახსენებთ", - ამბობს მეუფე შიო.

პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მოწამლეს, – იუწყებოდნენ ცოტა ხნის წინ ტელეკომპანიები "მთავარი" და "რუსთავი 2".

საპატრიარქოს პრეს–სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დასაბუთების გარეშე მოწამვლის ვერსიის მტკიცების უფლება არ აქვთ, თუმცა გამორიცხულიც არ არის.

მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს-ში გამოძიება სსკ 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S