Accentnews.ge
უკრაინა 11 ქვეყანასთან ერთად ქმნის კოალიციას, რომელიც უკრაინელ პილოტებს F-16–ების მართვაში გაწვრთნის

უკრაინა 11 ქვეყანასთან ერთად ქმნის კოალიციას, რომელიც უკრაინელ პილოტებს F-16–ების მართვაში გაწვრთნის

12/07/2023 09:34:18 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინა 11 ქვეყანასთან ერთად ქმნის კოალიციას, რომელიც უკრაინელ პილოტებს F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების მართვაში გაწვრთნის.

კოალიციაში უკრაინასთან შემდეგი 11 ქვეყანა ერთიანდება: დანია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ნიდერლანდის სამეფო, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, შვედეთი და კანადა.

მემორანდუმის მიხედვით, სწავლებას უკრაინელი პილოტები, ტექნიკური და დამხმარე პერსონალი გაივლიან.

Reuters - ის ინფორმაციით, უკრაინელი მფრინავები F-16-ების გამოყენებაში წვრთნას აგვისტოში დანიაში დაიწყებენ. პარალელურად სწავლება გაიმართება რუმინეთშიც, სადაც ამ მიზნით სპეციალური საწვრთნელი ცენტრი მოეწყობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S