Accentnews.ge
აშშ–ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი განმარტავს იმ რეფორმებს, რომლებიც უკრაინის NATO–ში გაწევრიანებისთვის აუცილებელია

აშშ–ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი განმარტავს იმ რეფორმებს, რომლებიც უკრაინის NATO–ში გაწევრიანებისთვის აუცილებელია

12/07/2023 08:19:18 მსოფლიო

აშშ–ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის განყოფილების დირექტორი ამანდა სლოუტი განმარტავს იმ რეფორმებს, რომლებიც, მი,სი თქმით უკრაინამ NATO–ში გაწევრიანებისთვის უნდა განახორციელოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

​„უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება რიგი რეფორმების გატარება, რათა NATO-ს შეუერთდეს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ უკრაინამ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების კუთხით, მაგრამ როგორც პრეზიდენტმა [ჯო ბაიდენმა] განაცხადა და როგორც კომუნიკემ ცხადყო, უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება შემდგომი დემოკრატიული და უსაფრთხოების სექტორის რეფორმები. პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ჩვენ ვფიქრობთ, უკრაინას შეუძლია, ამის მიღწევა.

კომუნიკე არის ძლიერი, პოზიტიური გზავნილი, რომელიც ადასტურებს, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი და აღინიშნა, რომ წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) აღარ არის საჭირო უკრაინის გაწევრიანებისთვის. თუმცა არსებობს მმართველობისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმების მთელი სერია, რომელზეც ვაშინგტონი კიევთან და NATO–სთან ერთად მუშაობს. როგორც კომუნიკეზე განხილვისას დავინახეთ, ყველაფერი, რაც ალიანსიდან გამოდის ეფუძნება კონსენსუსს, როგორც უკვე ვთქვი "ყოველწლიური ეროვნული პროგრამის" ნაწილია უკრაინამ განახორციელოს რეფორმები და მიაღწიოს პროგრესს", – განაცხადა სლოუტმა.

11 ივლისს ალიანსმა სამიტის კომუნიკე გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, NATO-ში გასაწევრიანებლად უკრაინას აღარ დასჭირდება MAP, რომლის მიღებაც აუცილებელია წევრობის მსურველთათვის.

როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცადა, „უკრაინა მიიღებს მოწვევას NATO-ში მაშინ, როდესაც წევრები შეთანხმდებიან და უკრაინა პირობებს შეასრულებს”.

მოგვიანებით, მას ჟურნალისტმა იმ კონკრეტული კრიტერიუმების ჩამოთვლა თხოვა, რომლებიც უკრაინის ალიანსში სადღეისოდ მიწვევისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორებადაა მიჩნეული.

საპასუხოდ გენმდივანმა აღნიშნა, რომ ამ გარემოებებში იგულისხმება ერთის მხრივ, მიმდინარე ომი, მეორეს მხრივ, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზების დონე, მმართველობის გაძლიერება, მათ შორის კორუფციის წინააღდეგ ბრძოლა, თავდაცვის ძალების თავსებადობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S