
ზელენსკი – NATO–ს ლიდერებთან შეხვედრამდე: მე 3 პრიორიტეტული საკითხი მაქვს
12/07/2023 07:56:56 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც დღეს ვილნიუსში NATO–ს ლიდერებს შეხვდება, ასახელებს სამ პრიორიტეტულ საკითხს, რომელსაც შეხვედრებზე განიხილავს.
მისი თქმით, პირველი უკავშირდება იარაღის პაკეტებს, მეორე – ალიანსში წევრობისთვის მიწვევას და მესამე – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს NATO–სკენ მიმავალ გზაზე.
კიევის ცნობით, დღეს ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს NATO-უკრაინის საბჭოს პირველ საინაუგურაციო შეხვედრაში და ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.