დმიტრო კულება: NATO-მ უკრაინის გაწევრიანება გაურკვევლობაში არ უნდა დატოვოს
12/07/2023 07:15:02 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, "NATO-მ უკრაინა გაურკვევლობაში არ უნდა დატოვოს, როდესაც საქმე ალიანსში გაწევრიანებას ეხება“.
მისი თქმით, უკრაინა NATO-ს წევრებთან მუშაობას ვადებთან დაკავშირებით გააგრძელებს და რაც უფრო მოკლე იქნება ეს ვადები, მით უკეთესი იქნება ყველასთვის.
„მოწვევის ყველა პირობა აქ, ვილნიუსში უკვე არსებობს, ხოლო თავად წევრობა მოვა, როცა პირობები საშუალებას მოგცემს, მაგრამ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ამ პროცესის წინსვლისთვის", - განაცხადა კულებამ.
ამავე თემაზე: წევრობა MAP-ს გარეშე: რა წერია NATO-ს კომუნიკეში უკრაინის შესახებ


