Accentnews.ge
უკრაინის საჰაერო ძალები: წუხელ რუსეთის 15-დან 11 დრონი გავანადგურეთ

უკრაინის საჰაერო ძალები: წუხელ რუსეთის 15-დან 11 დრონი გავანადგურეთ

12/07/2023 06:07:59 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინაზე ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორედ მიიტანა იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას ირანული წარმოების 15 დამრტყმელი დრონით შეუტიეს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან (კურსკი). საჰაერო ძალების ცენტრალური და აღმოსავლეთის სარდლობების პასუხისმგებლობის ზონაში განადგურებულია 11 დრონი. ჯერჯერობით უცნობია 4 უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგები.

დრონებით წუხანდელი შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ისევ კიევი იყო. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში რაოდენობის დაკონკრეტების გარეშე განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

ერთი დღით ადრე, 11 ივლისს უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ მოიგერიეს მოწინააღმდეგის მიერ გამოყენებული 28 დამრტყმელი დრონიდან 26.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S