Accentnews.ge
"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თანაგრძნობით აკვირდება მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებულ სიტუაციას"

"რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია თანაგრძნობით აკვირდება მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებულ სიტუაციას"

12/07/2023 06:00:31 პოლიტიკა, საზოგადოება

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია „თანაგრძნობით აკვირდება“ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებულ სიტუაციას. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ტასს“ განუცხადა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა იგორ იაკიმჩუკმა. მისი თქმით, ფლობენ მხოლოდ იმ ცნობებს, რომლებიც მედიით გავრცელდა.

„რა თქმა უნდა, განვიცდით მეუფის გამო. ის ადრე მოსკოვში მსახურობდა წმინდა გიორგის ტაძარში და წმინდა ტიხონის უნივერსიტეტში სწავლობდა“, - განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა.

სენაკის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო(მუჯირი), რომელიც 2017 წლიდან საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეა, მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი 2001 წელს გახდა და პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

ინფორმაცია მიტროპოლიტ შიოს შესაძლო მოწამვლის შესახებ, გასულ კვირაში გაავრცელეს ტელეკომპანიებმა „მთავარმა არხმა“ და „რუსთავი 2“-მა.

6 ივლისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს ტელეარხ „ერთსულოვნებასთან" ინტერვიუში თქვა, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, მეუფე შიოს ორგანიზმში „აღმოჩნდა მძიმე მეტალები" და მოწამვლა გამორიცხული არ არის, თუმცა „ამას სჭირდება გარკვეული დასაბუთება, რაც სპეციალურ სამსახურებს ევალებათ".

7 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S