Accentnews.ge
შოლცი: გერმანია აშშ-ის შემდეგ უკრაინის მეორე მსხვილი მხარდამჭერია, ასე გავაგრძელებთ

შოლცი: გერმანია აშშ-ის შემდეგ უკრაინის მეორე მსხვილი მხარდამჭერია, ასე გავაგრძელებთ

11/07/2023 18:30:11 მსოფლიო

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია აშშ-ის შემდეგ უკრაინის მეორე მსხვილი მხარდამჭერია და მომავალშიც გააგრძელებენ მის მხარდაჭერას.

"გერმანია აშშ-ის შემდეგ მეორე მსხვილი მხარდამჭერია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ეს ეხება უსაფრთხოების გარანტიებს, საკითხს, თუ როგორ განვითარდება ეს მომავალში და ამიტომ, მნიშვნელოვანია, ზუსტად აღვწეროთ ის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგმება ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

დღეს გერმანიამ უკრაინას 770 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ტანკებს, ჭურვებსა და ვაზნებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S