ზურაბიშვილი – ზელენსკის განცხადებაზე: "საუკეთესო თავდაცვა სიცხადე და გამბედაობაა"
11/07/2023 16:39:27 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დღევანდელ განცხადებას უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ.
"საუკეთესო თავდაცვა და გზა სიმშვიდისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სიცხადე, მონდომება და გამბედაობაა და არა ყოყმანი", – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.


