ყაველაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრი აშშ–ში ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს
11/07/2023 16:12:43 საზოგადოება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის ოჯახის წევრი აშშ–ში ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს,– ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით „გირჩი“ ავრცელებს.
„ილია დარჩიაშვილის ცოლის ძმა – ირაკლი ვაშაკიძე იმყოფება ამერიკაში და ამ ქვეყანას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. მთავარ მიზეზად ასახელებს იმას, რომ თითქოს მას საქართველოს ხელისუფლება დევნის“,– თქვა „გირჩის“ წევრმა საბა ყაველაშვილმა და დასძინა,– „ინფრმაცია გვაქვს ამერიკიდან. მაგრამ ცხადია, წყაროს ვერ დავასახელებთ“.
მისი შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქართული ოცნების ფარისევლობას“: „ისინი ლანძღავენ დასავლეთს, მათ შორის აშშ–ს, თუმცა როგორც ჩანს, მათი ოჯახებისთვის, შვილებისთვი იქ სხვა რეალობაა“.
დარჩიაშვილს ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


