შოლცი: G7 მიიღებს დეკლარაციას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ
11/07/2023 14:10:32 მსოფლიო
G7 ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ "მშვიდობის დადგომის" შემდეგ,– ამის შესახებ DW–ს ცნობით, ჟურნალისტებს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვილნიუსში განუცხადა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს უკრაინისთვის უსაფრთხოების დაპირებები, რომლებიც შეიძლება, ეფექტური იყოს მშვიდობის დადგომის შემდეგ. და ამისთვის ჩვენ ახლა გავაფორმებთ აუცილებელ შეთანხმებებს, თუ რა არის საჭირო მშვიდობიან ვითარებაში“, - განაცხადა მან.
შოლცის თქმით, "დიდი შვიდეულის ქვეყნები აქ [ვილნიუსში] გააფორმებენ ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ეს [გარანტიები] იქნება გამოხატული და რომელსაც შემდგომში ცალკეული ქვეყნები მხარს დაუჭერენ ძალიან კონკრეტულ ვადებში".
დეკლარაცია, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების მიწოდებას, ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. ამდენად, შინაარსი და ხელმომწერები შესაძლოა, შეიცვალოს მის გამოცხადებამდე, – იტყობინება Bloomberg.
როგორც მედია წერს, განხილვადი ვალდებულებები ფართოდ ასახავს მხარდაჭერას, რომელსაც ამჟამად უკრაინა იღებს, ამავდროულად მიზნად ისახავს მის გაზრდას და ქვეყნის უფრო სტაბილურ საფეხურზე დაყენებას რუსეთის მომავალი თავდასხმების შესაჩერებლად.
G-7-ის ლიდერებმა ასევე ჰპირდებიან, რომ დაუყონებლივ გაივლიან კონსულტაციებს უკრაინასთან გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით რუსეთის მომავალი თავდასხმების შემთხვევაში – თქვა სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ. იმავდროულად, მოკავშირეები გააგრძელებენ ფინანსურ მხარდაჭერას უკრაინის მყისიერი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ხელახლა იღებენ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ მისი რეკონსტრუქციისა და აღდგენის ძალისხმევას.
მანამდე მედია წერდა, რომ ვილნიუსში ნატოს ქვეყნების მცირე ჯგუფი სამიტის წინა დღეს აწარმოებდა "გულსატკენ მოლაპარაკებებს" უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციის დასასრულებლად. სავარაუსოდ სწორედ ამ ცნოებბს მიემართებოდა 11 ივლისს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკაცრი განცხადებაც.


